Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გამჯაშვილმა მეხუთე ადგილი დაიკავა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე


გიორგი გამჯაშვილი
გიორგი გამჯაშვილი

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიადაზე დღეს ძიუდოში დაიწყო მედლების გათამაშება და საქართველოს ნაკრების წევრ გიორგი გამჯაშვილს კვარცხლბეკამდე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი პარაძიუდოისტი ძირითად ბადეში ნახევარფინალამდე მივიდა. შემდეგ კი, ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

დღესვე, ტოკიოს ტატამზე ზურაბ ზურაბიანიც გავიდა, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პარალიმპიადას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.

ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა, ხმლით ფარიკაობაში.

28 აგვისტოს, თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ფარიკაობაში ჩაებმებიან კონკურენციაში. ხვალვე გავა ტატამზე პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (73 კგ). აჰმად რაზმ აზარი (80 კგ) კი პარა წოლჭიმში შეეცდება მედლის მოპოვებას.

პარალიმპიური თამაშები 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველო იაპონიაში ცამეტი სპორტსმენითაა ჩასული, რომლებიც მედლებისთვის სპორტის ექვს სახეობაში იბრძოლებენ - ეტლით ფარიკაობაში, პარაძიუდოში, პარაწოლჭიმში, პარაცურვაში, პარასროლასა და პარამძლეოსნობაში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG