Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთის მერიის შენობაში აქციას მართავენ სასტუმროების მეპატრონეები


საოჯახო სასტუმროების მფლობელები ქობულეთის მერიის შემობაში შევიდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის შენობაში კიბეები დაიკავეს და წასვლას არ აპირებენ, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ორი წელია საზღვაო ტურისტული სეზონი მათთვის წარუმატებელი აღმოჩნდა პანდემიის გამო. კომერციულ ბანკებში სასესხო ვალდებულებები კი მძიმე ტვირთად აწევთ.

ისინი მოითხოვენ სესხების სუბსიდირებას და საპროცენტო ვალდებულებისგან გათავისუფლებას.

ქობულეთში მიმდინარე აქციას შეუერთდნენ ურეკში მცხოვრები საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები და ბობოყვათის ადგილობრივთა ნაწილი, რომლებიც აცხადებენ, რომ მიწის დაკანონების პრობლემები აქვთ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

XS
SM
MD
LG