Accessibility links

site logo site logo

27 მსჯავრდებული საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი


ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში კოვიდდადასტურებულ მსჯავრდებულებთან კონტაქტში მყოფი პატიმრებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყო.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცენტრში განთავსებულია ქუთაისის მე-2 და გეგუთის მეთოთხმეტე პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაყვანილი 27 მსჯავრდებული, რომლებიც ინფიცირებულების კონტაქტები არიან.

სამსახურის ინფორმაციით, ცენტრში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:

„აუცილებლობის შემთხვევაში დადგენილი პროტოკოლის საფუძველზე შესაბამისი დახმარება გაეწევათ“, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისისა და გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა 50% სრულად ვაქცინირებულია.

სამსახურმა მსჯავრდებულების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი 18 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით დაიწყო. ვაქცნაცია ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.

პენიტენციურ სისტემაში ბოლო სამი დღის განმავლობაში კოვიდ-19 დაუდასტურდა 18 მსჯავრდებულს, მათი ნაწილი კლინიკაში გადის მკურნალობას, ნაწილი კი სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG