Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ეკლესია გაქურდეს


დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ეკლესია გაქურდეს. ქურდობაში ეჭვმიტანილი ქალი ცხელ კვალზე დააკავეს. მას ედავებიან სამების ეკლესიის შემოწირულობების ყუთის მოპარვას, იუწყება დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

„ცხინვალის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სწრაფად დაადგინეს დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობა და ადგილსამყოფელი. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს 55 წლის ქალი, რომელმაც სამების ტაძარში არსებული შესაწირის ყუთი განზრახ მოიტაცა”.

პრესცენტრის ცნობით, დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ყუთი, შემოწირულობებით. მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

XS
SM
MD
LG