Accessibility links

site logo site logo

პარაძიუდოისტები ინა ქალდანი და რევაზ ჩიკოიძე პარალიმპიადის ფინალში გავიდნენ


ინა ქალდანი

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრებს ინა ქალდანს და რევაზ ჩიკოიძეს პარალიმპიური ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიადაზე, ქართველმა სპორტსმენებმა დილის პროგრამა დაუმარცხებლად ჩაამთავრეს და ფინალში გავიდნენ.

გადამწყვეტი ბრძოლები თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება. ინა ქალდანი ბრაზილიელ მალდონადოს დაუპირისპირდება, რევაზ ჩიკოიძე - ირანელ ჰეიროლაჰზადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG