Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში პარტია „დროას“ ოფისი დააზიანეს


29 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ელენე ხოშტარია-დროას“ ზუგდიდის ოფისის თანამშრომლებს ოფისის ვიტრინაზე გაკრული სტიკერები დაზიანებული დახვდათ, კარზე კი უცნობმა პირებმა უხამსი წარწერები დაუტოვეს.

როგორც „დროას“ წევრმა, მარიამ სიჭინავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, იქ მისულმა პირებმა ჯერ სტიკერების ახევა სცადეს, მაგრამ ეს რომ ვერ მოახერხეს, იქაურობა დაკაწრეს. ხოლო კარზე დააწერეს „მკვლელებო“ და სხვა წარწერები.

მარიამ სიჭინავამ გვითხრა, რომ მას პოლიცია არ გამოუძახებია, რადგან არ სჯერა პოლიტიზებული პოლიციის და არც იმის, რომ ის საქმეს დროულად გამოიძიებს და დამნაშავეს იპოვის.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისევ და ისევ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების გაკეთებული. ეს ხალხი არის წახალისებული სწორედ იმ სიძულვილის ენით, რა ენითაც ხელისუფლება გველაპარაკება“, - ამბობს მარიამ სიჭინავა.

პარტია „დროას“ ოფისი ზუგდიდში 2 თვის წინ გაიხსნა.

XS
SM
MD
LG