Accessibility links

site logo site logo

პოლონეთში ევაკუირებულ ავღანელ ბავშვებს ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროებათ, შხამიანი სოკოების ჭამის შემდეგ


პოლონეთის ქალაქ პოდკოვა ლესნას მერი გამოვიდა ორგანოთა დონორების პოვნის მოწოდებით მას შემდეგ, რაც ავღანეთიდან ევაკუირებული ორი ბავშვი შხამიანი სოკოების ჭამის შემდეგ მძიმედ გახდა ავად.

მერმა, არტურ ტუსინსკიმ, მოწამვლის ინციდენტს "შემთხვევითობა" უწოდა ფეისბუკზე 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში. ბავშვები მკურნალობას გადიან ვარშავის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც ექიმები აცხადებენ, რომ მათ ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროებათ.

ახალი ამბების პორტალი OKO.press-ი იუწყება, რომ ამ ბავშვების მამა, პროფესიით ბუღალტერი, რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ბრიტანეთის არმიისთვის. ავღანეთში თალიბანის მიერ მიმდინარე თვეში განხორციელებული სწრაფი შეტევის შემდეგ, ოჯახის ევაკუაცია პოლონეთის არმიამ განახორციელა, ბრიტანეთის თხოვნით.

OKO.press-ის თანახმად, 12 წევრისგან შემდგარი ოჯახი ვარშავაში 23 აგვისტოს ჩავიდა და საემიგრაციო ცენტრთან ახლოს ტყეს მიაშურა საკვების საძებნად. ბავშვების ასაკი 6 და 8 წელია, იუწყებიან, რომ ავად გახდა უფროსი, 17 წლის მოზარდიც, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

უცხოელთა ოფისის პრესმდივანმა, იაკუბ დუდზიაკმა უარყო ბრალდება, რომ ბავშვები იძულებულნი იყვნენ სოკო მოეკრიფათ, რადგან მათ საკმარის საკვებს არ აძლევდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG