Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში, ფანჯშირის ხეობაში შეტაკებებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა


თალიბანი, რომელიც უცხოური ჯარების წასვლის შემდეგ სრულად აკონტროლებს თითქმის მთელს ავღანეთს, მოწინააღმდეგე ძალებს ებრძვის ფანჯშირის ხეობაში.

31 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ქაბული დატოვა აშშ-ის უკანასკნელმა სამხედრო თვითმფრინავმა, ბრძოლები დაიწყო ქაბულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 100 კილომეტრზე მდებარე ფანჯშირში - ერთადერთ რეგიონში, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებენ. როგორც იტყობინებიან, მინიმუმ შვიდი ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით არ არის ნათელი, თალიბები გადამწყვეტ იერიშზე გადავიდნენ ფანჯშირში, თუ საქმე ეხება ლოკალურ შეტაკებებს.

წინააღმდეგობის მოძრაობამ, რომელსაც ცნობილი ავღანელი მეთაურის ვაჟი აჰმად მასუდი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებების წარმოება ურჩევნია, თუმცა ათასობით მებრძოლს მოუყარა თავი და მზადაა თალიბანის წინააღმდეგ საბრძოლველად.

თალიბებმა 15 აგვისტოს დაიკავეს ქაბული, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის ვადის ამოწურვამდე ორი კვირით ადრე. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ქაბულის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაციის მასშტაბური აქცია მოაწყვეს და ქვეყნიდან გაიყვანეს 120 ათასზე მეტი ადამიანი - უცხოელები და ის ავღანელები, რომლებიც თალიბების რეჟიმის პირობებში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ ავღანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG