Accessibility links

site logo site logo

ბაიდენის თქმით, ავღანეთიდან გასვლა იყო „საუკეთესო გადაწყვეტილება ამერიკისთვის“


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ ავღანეთში ის იდგა არჩევანის წინაშე: „ან გამოსვლა, ან ესკალაცია“ და რომ ის „პასუხისმგებლობას“ კისრულობს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის.

როგორც ბაიდენმა თქვა თავის გამოსვლაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება ასევე ეხება „სხვა ქვეყნების გადასაკეთებლად მოწოდებული დიდი სამხედრო ოპერაციების ეპოქის დასრულებას“. აშშ-ის პრეზიდენტმა ამას უწოდა „საუკეთესო გადაწყვეტილება ამერიკისთვის“. მაგრამ მან ასევე თქვა, რომ „ჯერ საქმე არ დაგვისრულებია“.

შეეხო რა ცნობებს, რომ ავღანეთში ჯერაც არიან დარჩენილი ამერიკელები მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადდა აშშ-ის სრული გასვლის შესახებ, ბაიდენმა თქვა: „დარჩენილი ამერიკელებისთვის არ არსებობს ვადები. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, გამოვიყვანოთ ისინი, თუკი თავად სურთ გამოსვლა.“

ბაიდენმა ასევე მიმართა ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო-ხორასანის“ მებრძოლებს, რომლებმაც იკისრეს პასუხისმგებლობა 26 აგვისტოს მოწყობილი აფეთქებებისთვის და მინიმუმ 180 ადამიანის, მათ შორის აშშ-ის 13 ჯარისკაცის სიკვდილისთვის. „თქვენი საქმე ჯერ არ დაგვიმთავრებია,“ თქვა ბაიდენმა. მისი სიტყვებით, მისი პრიორიტეტია, უზრუნველყოს, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქნეს გამოყენებული შეერთებულ შტატებზე თავდასხმისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG