Accessibility links

site logo site logo

WHO: ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაავადდა 4 მილიონზე მეტი ადამიანი


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასულ ერთ კვირაში მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 4 395 748 შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 67 388 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 2%-ითაა შემცირებული.

რეგიონების მიხედვით, ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებული, ან წინა კვირასთან შედარებით თითქმის უცვლელი იყო ყველგან, გარდა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილისა, სადაც 7%-იანი მატება დაფიქსირდა. რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ის წინა კვირასთან შედარებით, მხოლოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში გაიზარდა 9%-ით და 16%-ით.

WHO-ს მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის უფრო სწრაფად გადამდები და რთული ვარიანტი - დელტა შტამი დაფიქსირდა კიდევ 7 ქვეყანაში. სულ ასეთი ქვეყნების რიცხვი 170-ია.

პორტალ Worldometers-ის დილის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 218 500 000-ს გადააჭარბა. COVID-19-ით გარდაცვლილია 4.5 მილიონზე მეტი ადამიანი. სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოს 183 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების 5.3 მილიარდზე მეტი დოზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG