Accessibility links

site logo site logo

პატრიოტთა ალიანსმა ცესკოში წევრის ყოლის უფლების ჩამორთმევა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა


"საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის ყოლის უფლების ჩამორთმევა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. პარტია მიიჩნევს, რომ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით სხვა პარტიებთან მიმართებით თანასწორობის პრინციპი დაირღვა.

საქმის განხილვა ხვალ, 2 სექტემბერს არის ჩანიშნული.

საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო, თუ პარტიის სიით პარლამენტში არჩეული ყველა დეპუტატი დატოვებდა პარტიას და ახალ პარტიაში გადავიდოდა, ცესკოში წევრის დანიშვნის უფლება მასზე გადადიოდა. ეს რეგულაცია ვრცელდებოდა მხოლოდ იმ პარტიებზე, რომელშიც მსგავსი ცვლილება 2020 წლის 19 აპრილამდე მოხდა.

"2021 წლის 19 აპრილამდე კი პარტია მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა დატოვეს და აღნიშნული შემთხვევა ვეღარ განმეორდება სადავო ნორმაში კონკრეტული თარიღის მითითების გამო. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა მიზანმიმართულია მხოლოდ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ უფლებების დარღვევისა და სხვა პარტიებთან შედარებით უარეს სამართლებრივ მდგომარეობაში ჩაყენებისკენ", - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მაშინ, როცა ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და უარს ამბობდნენ დაეწყოთ საპარლამენტო საქმიანობა, პარლამენტში შესვლის სურვილი გამოთქვეს "პატრიოტთა ალიანსის" სიით არჩეულმა ოთხმა დეპუტატმა. მათ საპარლამენტო საქმიანობის დაწყების შემდეგ ახალი პარტია - "ევროპელი სოციალისტები" დააფუძნეს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG