Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ გაგრძელდება მოლაპარაკება საუდის არაბეთთან


ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, შაჰ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი
ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, შაჰ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი

თეირანი ერაყში გეგმავს მოლაპარაკების ახალი რაუნდის გამართვას საუდის არაბეთთან, მას შემდეგ, რაც ირანში ახალი მთავრობა შეიქმნება - ამ ცნობას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

"საუდის არაბეთის მხარესთან გავმართეთ მოლაპარაკების სამი რაუნდი, მეოთხე კი გაიმართება ირანში ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ" - ბაღდადში თეირანის ელჩის, ირაი მასიედის ამ სიტყვებს ავრცელებს ნახევრადოფიციალური სააგენტო ISNA.

შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედი ირანი და სუნიტების მიერ კონტროლირებული საუდის არაბეთი მეტოქეები არიან ახლო აღმოსავლეთში გავლენისთვის ბრძოლაში. ორმა ისლამურმა ქვეყანამ დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა 2016 წელს, მას შემდეგ, რაც ირანელმა დემონსტრანტებმა იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის დიპლომატიურ მისიებზე, საუდის არაბეთის მიერ ავტორიტეტიანი შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯის გამო.

წელს უფრო ადრე მედიაში გავრცელდა ცნობები ირანის და საუდის არაბეთის ოფიციალური პირების აპრილში, ბაღდადში, აპრილში შესახებ - რაც დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის შემდეგ პირველი მაღალი დონის მოლაპარაკება იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG