Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად


თუ საქართველო რუსეთთან, როგორც თავის მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრებისთვის მზადაა, მოსკოვი ურთიერთობების აღსადგენად მზადაა, - რია ნოვოსტის თანახმად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს რუსეთის კარტის გათამაშება დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, არამედ სურს ჩვენთან, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ მომენტში“, - განაცხადა მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას.

„ჩვენ განზრახული გვქონდა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, მაშინ როცა მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავდაპირველად ჩვენ მაინც ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავთ საქართველოში ჩასვლას. დაახლოებით წლინახევრის წინ მზადაც კი ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოსაღებად, მაგრამ მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინაღმდეგ თბილისში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის მორიგ სხდომაზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

2019 წელს საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა, რასაც საზოგადოების პროტესტი და აქციები მოჰყვა. რუსეთის დელეგაციამ საქართველო დროზე ადრე დატოვა ხალხმრავალი პროტესტის ფონზე, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.

XS
SM
MD
LG