Accessibility links

site logo site logo

სასამართლოს მასალების თანახმად, "ისლამური სახელმწიფოს" სავარაუდო წევრი დანაშაულის აღიარებას აპირებს


ალექსანდა ამონ კოტი (მარცხნივ) და ელ შაი ელშეიხი.

ბრიტანეთის მოქალაქე, რომელსაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში და სირიაში ამერიკელი და ევროპელი მძევლების წამებასა და მკვლელობაში ედება ბრალი, დანაშაულის აღიარებას აპირებს. ამას მეტყველებს სასამართლოს მასალები.

როგორც აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიის საოლქო სასამართლოს ჩანაწერებიდან ჩანს, 2 სექტემბრისთვის ჩანიშნულია სასამართლოს სხდომა დანაშაულის თაობაზე ახალი განცხადების შესახებ. ბრალდებულია ბრიტანელი ალექსანდა ამონ კოტი. 36 წლის კოტი ერთ-ერთია „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი წევრიდან, რომლებსაც მათი ტყვეები „ბიტლზს“ უწოდებდნენ მათი ბრიტანული აქცენტის გამო.

კოტი და კიდევ ერთი ბრალდებული, ელ შაფი ელშეიხი - ასევე ბრიტანეთის მოქალაქე - შარშან ჩაიყვანეს შეერთებულ შტატებში გასასამართლებლად. სასამართლოს მასალებიდან არ ჩანს, კონკრეტულად რა ბრალდების ან ბრალდებების შესახებ აპირებს კოტი განცხადების გაკეთებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG