Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიდუმლო ევაკუაციის შემდეგ ავღანელი პარალიმპიელი ტოკიოში შეჯიბრებაში ჩაერთო


ავღანელი პარალიმპიელი, ზაქია ხუდადადი, ქაბული, 17 აგვისტო, 2021 წელი
ავღანელი პარალიმპიელი, ზაქია ხუდადადი, ქაბული, 17 აგვისტო, 2021 წელი

ავღანელი სპორტსმენი ქალი, ზაქია ხუდადადი, რომელიც ტაიკვანდოს მისდევს, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაში ჩაერთო მას მერე, რაც ის საიდუმლოდ იქნა ევაკუირებული თალიბების კონტროლის ქვეშ მოქცეული ავღანეთიდან.

22 წ(ლის სპორტსმენი ქალი და მისი თანამემამულე ჰოსეინ რასული საერთაშორისო საიდუმლო ძალისხმევის შედეგად, გაეყვანათ ისინი ქაბულიდან, ჯერ პარიზში ჩაფრინდნენ, შემდეგ კი 28 აგვისტოს ტოკიოში გადაფრინდნენ.

2 სექტემბერს ხუდადადი შეჯიბრებაში ჩაერთო ქალაქ ტიბეში, ტოკიოს მახლობლად. თეთრ ჰიჯაბში გამოწყობილი სპორტსმენი 2004 წლის შემდეგ პირველი ავღანელი ქალია, რომელიც პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობს.

უზბეკ მეტოქესთან წარმატების შედეგად ის მეორე ეტაპზე იასპარეზებს.

მძლეოსანმა რასულიმ, რომელიც გვიან ჩავიდა ტოკიოში და თავის საყვარელ სახეობაში, ას მეტრზე სირბილში, მონაწილეობა ვერ მიიღო, სიგრძეზე ხტომაში გამოვიდა და ბოლო შედეგი აჩვენა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თანახმად, ამ ორ სპორტსმენთან ინტერვიუები პარალიმპიური თამაშების დროს არ შედგება.

სად წავა წყვილი 5 სექტემბერს შეჯიბრების დასრულების შემდეგ, არაა ცნობილი.

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების ყველასათვის“, რომელიც ჩართული იყო მათ ევაკუაციაში, წარმომადგენელმა, ელისონ ბატისონმა სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ მათ ავსტრალია მისცემს ჰუმანიტარულ ვიზებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG