Accessibility links

site logo site logo

დომინიკ რააბი ქაბულის აეროპორტის გარშემო მსჯელობს კატარში, თალიბანი ახალ მთავრობას გამოაცხადებას ამზადებს


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბისა და კატარის საგარეო საქმეთა მინისტის, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ვთანის ერთობლივი პრესკონფერენცია დოჰაში, 2 სექტემბერი, 2021 წელი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი 2 სექტემბერს კატარში, დოჰაში, საამიროს საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ვთანის შეხვდა და განიხილეს ავღანეთის ვითარება საერთაშორისო ძალისხმევის ფონზე, განახლდეს ქაბულის აეროპორტის მუშაობა ჰუმანიტარული დახმარების გაწევის და იმ უცხოელების და სხვა პირების ევაკუაციის განახლების მიზნით, რომლებიც თალიბანს გაურბიან. დაგეგმილი იყო ასევე რააბის შეხვედრა კატარის ამირასთან.

რააბის ვიზიტის ფონზე მოსალოდნელია, რომ თითქმის მთელი ავღანეთის დაკავებიდან ორი კვირის, და ქვეყნიდან 20 წლიანი ყოფნის მერე აშშ-ის ჯარის საბოლოო გასვლის, შემდეგ თალიბანი თავის მთავრობას წარმოადგენს.

თალიბანის წევრმა, აჰმადულა მუთაქიმ სოციალური ქსელით გაავრცელა ცნობა, რომ ქაბულის პრეზიდენტის სასახლეში მზადდება ცერემონია. ხოლო კერძო ტელეარხი TOLOnews-ი იტყობინებოდა, რომ მოსალოდნელია ახალი მთავრობის გამოცხადება .

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 123 ათასამდე უცხოელის და ავღანელის ევაკუაცია მოახერხეს ქაბულიდან 14 აგვისტოს თალიბანის მიერ ქალაქის დაკავების შემდეგ. 2001 წელს აშშ-ის და მისი მოკავშირეების ქვეყანაში შეჭრის შედეგად რადიკალური გაერთიანება ხელისუფლებას ჩამოაშორეს.

ავღანეთში კვლავ დარჩა ათეულ ათასობით ავღანელი, ვინც დასავლეთის ქვეყნებს სხვადასხვა ხასიათის დახმარებას უწევდა 20-წლიანი ომის განმავლობაში და საფრთხეში მყოფი სხვა ჯგუფები.

გაერომ თალიბანს მოუწოდა უზრუნველყოს ყველას უსაფრთხო გამგზავრება ქვეყნიდან და გააფრთხილა დაჯგუფება მოსალოდნელი ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ მთავრობის არ ქონის და არეულობის გამო საერთაშორისო დახმარებების პრაქტიკული შეწყვეტის პირობებში.

თალიბების პირობით, ისინი ავღანელებს ქვეყნის დატოვების ნებართვასაც მისცემენ და უკან დაბრუნებისაც, თუმცა ბევრს ეჭვი ეპარება სასტიკი ისლამისტური დაჯგუფების განზრახვებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG