Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრი ჭიათურაში დაგეგმილ პროექტებზე: ზესტაფონელები გავახარეთ და ახლა თქვენ უნდა გაგახაროთ


საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჭიათურაში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ინფრასტრუქტურლ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჭიათურაში მასშტაბური პროექტი იგეგმება.

"წყალი, გზა - ეს არის ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც საჭიროა, რომ ნებისმიერი პოტენციალის განვითარება მოხდეს. ახლა ზესტაფონში ვიყავით და მოვდიოდით, ზესტაფონელები გავახარეთ და ახლა თქვენ უნდა გაგახაროთ, რომ ერთი ტენდერი შერჩევა-შეფასებაზეა, მეორე - 14 სექტემბერს იხსნება. ჩვენ უკვე ზესტაფონი-ჭიათურის გზას სრულ რეაბილიტაციას გავუკეთებთ. სამუშაოები წელსვე დაიწყება და 18 თვეა გათვალისწინებული, ძალიან მოცულობითი პროექტია. 43 მლნ ლარი საორიენტაციოა - ასეთი მასშტაბური პროექტი ჯერჯერობით პირველია", - თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ოპოზიცია და ხელისუფლება აგრძელებს მერობის კანდიდატების დასახელებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG