Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: დაგებული გზების გაშუქებით არ გვინდოდა მოსახლეობა შეგვეწუხებინა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საზოგადოებას აჩვენებენ, რას აკეთებენ. სამომავლო გეგმებზე და გაკეთებულ საქმეებზე ღარიბაშვილმა ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენის დროს ისაუბრა.

"დღეს გავიყვანეთ გზები იქ, სადაც აბსოლუტურად არ ყოფილა 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, არ აღდგენილა გზები. ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ გვინდა ვინმეს დავაყვედროთ. ერთ-ერთი მთავარი ხელწერა, რის გამოც არ ვახდენდით ამის გაშუქებას იყო ის, რომ არ გვინდოდა მოსახლეობის შეწუხება ზედმეტად. ეს ჩვენი ვალდებულებაა. თუმცა მეორე მხრივ, ვალდებულებაა ისიც, რომ ანგარიში ჩააბარო მოსახლეობას. აუცილებელია ამ ყველაფრის ჩვენება და მოსახლეობისთვის ამ ყველაფრის მიტანა, რასაც ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ ოქტომბრის თვიდან და ყველას ვაჩვენებთ ყველაფერს - რას ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ და რის გაკეთებას ვგეგმავთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

მან ჭიათურაში ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, ძირითადი დრო წინა ხელისუფლების - "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას დაუთმო და მათთან განსხვავებებზე ისაუბრა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. ოპოზიციის ნაწილი ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს, რადგან "შარლ მიშელის შეთანხმების" მიხედვით, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერა და შემდეგ დატოვა, გათვალისწინებული იყო საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტს ვერ აიღებდა.

XS
SM
MD
LG