Accessibility links

site logo site logo

ახალი გამოკვლევის თანახმად, ვაქცინები მნიშვნელოვნად ამცირებს "ხანგრძლივი კოვიდის" საფრთხეს


COVID-19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული პირები, რომლებსაც კორონავირუსის ინფექცია მაინც შეხვდებათ, აუცრელებთან შედარებით 50 პროცენტით ნაკლებად ავადდებიან ე.წ. "ხანგრძლივი კოვიდის" სიმპტომებით - ვკითხულობთ სამეცნიერო ჟურნალ "ლანცეტში" 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ გამოკვლევაში.

ამავე გამოკვლევის თანახმად, სრულად აცრილი პირებს კორონავირუსის შეხვედრის შემთხვევაში მნიშვნელოვნად უმცირდებათ საავადმყოფოში მოხვედრის, ან მძიმე სიმპტომების ქონის საფრთხე.

"დავადგინეთ, რომ სრული ვაქცინაციის შემდგომი ინფექციის შემთხვევაში სიმპტომების 28 დღის, ან მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელების საფრთხე დაახლოებით განახევრებულია" - წერენ ლონდონის Kings College-ის მკვლევრები და დასძენენ: "ეს შედეგი აჩვენებს, რომ ხანგრძლივი კოვიდის საფრთხე მცირდება ვაქცინის ორი დოზით აცრილ ინდივიდებში - და ამას ემატება ზოგადად ინფიცირების ისედაც შემცირებული საფრთხე".

ინფიცირებულ პირთა უმრავლესობას COVID-19-სგან გამოსაჯანმრთელებად რამდენიმე კვირა ესაჭიროება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს უვლინდება ე.წ. "ხანგრძლივი კოვიდის" სიმპტომები, რომლებიც შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. "ხანგრძლივი კოვიდის" სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, სუნთქვის გართულებას, ფიქრის სირთულეს, ხველებას, ტკივილს გულ-მკერდის არეში, გემოს და სუნის დაკარგვას და თავის ტკივილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG