Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ერთ კვირაში კახეთი მეორედ დაისეტყვა


კახეთის რეგიონში 2 სექტემბერს, საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ვენახი და სხვა კულტურები დააზიანა. წინასწარი ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში სტიქიამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ძლიერი ქარმა სოფელ გრემში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე, სეტყვის შედეგად ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულს, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 70 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა, მათ შორის, ვენახები.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი ამბობს, რომ სტიქიის შედეგების შესასწავლად მუშაობა დაიწყო მუდმივმოქმედმა კომისიამ.

„დაზიანების ხარისხის და რაოდენობის დადგენის შემდეგ მოხდება ზარალის ანაზღაურება", - განაცხადა შიოშვილმა.

კახეთში დაახლოებით 5000 ჰექტარ ფართობზე ვენახები და სხვა კულტურები 26 აგვისტოსაც დაისეტყვა. ზოგ ადგილზე მოსავალი თითქმის 100 პროცენტით განადგურდა. ასეთ ფერმერებს მთავრობის მეთაური დაჰპირდა, რომ ჰექტარზე 3 000-ლარიანი კომპენსაცია გაიცემა, ხოლო დასეტყვის მოსავალს სახელმწიფო საწარმო იბარებს - თეთრ ყურძენს 80 თეთრად, საფერავს 1 ლარად.

XS
SM
MD
LG