Accessibility links

site logo site logo

ხობის რაიონის ორ სოფელში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა


ხობის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჭალადიდსა და შავღელეში ძლიერი წვიმის შედეგად 8 სახლის პირველი სართული, ეზოები და სახნავ-სათესი ნაკვეთები დაიტბორა.

მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის და ქარის გამო სანიაღვრო არხები დაიხშო, წყალი ვერ გაატარა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. მისი სიტყვებით, რადგან სახლების პირველ სართულებს ოჯახები ძირითადად საცხოვრებლად არ იყენებენ, ზარალიც არ იქნება დიდი.

„რაც იქნება ზარალი, დავეხმარებით ოჯახებს”, - ამბობს მახარე ჩოკორაია.

მერის მოადგილის ცნობითვე, ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით წყლის არხები ნატანი მასისაგან იწმინდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG