Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: პირველ დოზაზე რეგისტრაციის სტატისტიკა შემცირებულია


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ვებინარზე განაცხადა, რომ პირველ დოზაზე რეგისტრაცია შენელდა. შესაბამისად, მცირდება აცრებიც.

ბოლო 24 საათში 23 518 აცრა ჩატარდა, საიდანაც 9282 პირველი დოზაა.

ბოლო 24 საათის მონაცემებით აცრის სტატისტიკა:

სინოფარმი

  • პირველი დოზა - 499;
  • მეორე დოზა - 2274.

ასტრაზენეკა

  • პირველი დოზა - 11;
  • მეორე დოზა - 28.

ფაიზერი

  • პირველი დოზა - 7539;
  • მეორე დოზა - 11468.

სინოვაკი

  • პირველი დოზა - 1233;
  • მეორე დოზა - 466.

"ამიტომ საჭიროა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რომ აიცრან... საშუალოდ, აგვისტოში გვქონდა ინტენსიური აცრები - დღეში 23 000. გვინდა 30 000. თუ სექტემბერ-ოქტომბერში შევძლებთ, საკმაოდ სწრაფად შევაჩერებთ გავრცელებას", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

3 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 259 391 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 822 297 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28,8%. სრულად ვაქცინირებულია 437 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 15,3%.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3034​ ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 86 კოვიდინფიცირებული.

XS
SM
MD
LG