Accessibility links

site logo site logo

აშშ-ი სანქციებს უწესებს ირანის დაზვერვის ოთხ თანამშრომელს ამერიკელი აქტივისტის გატაცების მცდელობის ბრალდებით


უფლებადაცვის აქტივისტი, ირანელ-ამერიკელი მასიჰ ალინეჯადი ტელეფონით ესაუბრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, 2021 წლის ივლისი

შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა სანქციების შესახებ ირანის დაზვერვის ოთხი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ ამერიკელი ჟურნალისტის გატაცებას თეირანში მთავრობის ოპონენტების ჩაჩუმების მიზნით, რასაც ირანი უარყოფს.

ფინანსთა უწყებამ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ სანქციები უწესდება ირანის დაზვერვის უფროს თანამშრომელს, ალირეზა შაჰვაროგი ფარაჰანის, და მის ხელქვეითებს - მაჰმუდ ხაზეინს და ომიდ ნურის.

ფარაჰანი სათავეში უდგას დაზვერვის აგენტთა ქსელს, რომლის ამოცანაა ირანელი დისიდენტების თვალთვალი შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, - ნათქვამია ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის მიერ ივლისში აღძრული საქმის მიხედვით, ოთხმა პირმა დაგეგმა მასიჰ ალინეჯადის, ნიუ-იორკში მცხოვრები ირანელ-ამერიკელი აქტივისტის და ჟურნალისტის, გატაცება და მისი სწრაფმავალი კატარღით გადაყვანა ვენესუელაში, შემდგომ სავარაუდოდ, ირანში დასაბრუნებლად.

ირანმა 4 სექტემბერს უარყო ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ ის ასახავს ვაშინგტონი "სანქციების მიმართ დამოკიდებული გახდა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG