Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათიშულია ტვ პირველის ცენტრალური სერვერი


5 სექტემბერს გამთენიისას "ტვ პირველის" ცენტრალური სერვერი გაითიშა, რის გამოც ეთერში ვერ გადის საინფორმაციო გამოშვება და პარალიზებულია მაუწყებლობა.

"ტვ პირველის" ცენტრალური სერვერი 5 სექტემბერს 04:31 საათზე გაითიშა. როგორც "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, არსებობს კიბერთავდასხმის საფუძვლიანი ეჭვი, თუმცა, მისივე თქმით, საბოლოო დასკვნას ტელევიზიის კომპიუტერული ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტები გააკეთებენ.

„დღეს გამთენიისას გაითიშა ჩვენი ცენტრალური სერვერი და ტელევიზიის მთლიანი ქსელი, რომელიც ემსახურება საინფორმაციო სამსახურს, პოლიტიკურ ტოქშოუებსა და გამოძიების ნაწილს. მუშაობს ტელევიზიის კომპიუტერული ტექნოლოგიების სამსახური, რათა ფიზიკურად ჩართოს და ნახოს, რა ხდება, ანუ გაარკვიოს, ეს იყო კიბერთავდასხმა თუ სხვა რამე მიზეზი, რის გამოც გაითიშა სერვერი. ახლა ვართ პარალიზებული. არ გვაქვს წვდომა არც არქივზე, არც ვიდეომასალებზე, რომლებიც გაგვაჩნია... ფიზიკურად სამონტაჟოები, კომპიუტერები ანთია, მაგრამ ტელევიზიის ტვინთან კავშირი არ გვაქვს“, - უთხრა ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია „მთავარს“.

XS
SM
MD
LG