Accessibility links

site logo site logo

ბერლინმა პროტესტი გამოხატა მოსკოვთან, გერმანელ კანონმდებლებზე წინასაარჩევნო კიბერშეტევების გამო


გერმანია აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ პროტესტი გამოხატა პოლიტიკოსებისგან ინფორმაციის მოპარვის მცდელობის გამო, რაც, გერმანიის ეჭვით, შესაძლოა მიზნად ისახავდა "დეზინფორმაციის" გავრცელებას წელს მოგვიანებით, არჩევნების დროს.

"ფედერალური მთავრობა ძლიერად მოუწოდებს რუსეთის მთავრობას შეწყვიტოს ეს მიუღებელი კიბერაქტივობები, დაუყოვნებელი შედეგით" - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანდრეა სასემ 6 სექტემბერს და დასძინა, რომ სამინისტროს ოფიციალურმა პირმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს გასულ კვირაში წაუყენა იგივე მოთხოვნა. სასეს არ დაუკონკრეტებია კიბერშეტევების მასშტაბი ან შესაძლო ზიანი, თუმცა თქვა, რომ გერმანიის მთავრობა "უფლებას იტოვებს შემდგომი ზომები მიიღოს".

ჯგუფი, სახელად Ghostwriter-ი - რომლის შესახებაც დიდი ხანია ეჭვობენ, რომ ის რუსეთის GRU-ის, სამხედრო დაზვერვის სააგენტოა - "კონვენციურ კიბერთავდასხმებს კომბინირებულად იყენებს დეზინფორმაციასთან და გავლენის მოსახდენ ოპერაციებთან" - უთხრა სასემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ უკვე გარკვეული პერიოდია აკვირდებიან ამგვარ მოქმედებას, რომლის სამიზნეც გერმანიაა.

გერმანიის მოქალაქეები 26 სექტემბერს აირჩევენ ახალ პარლამენტს, რაც განსაზღვრავს კანცლერ ანგელა მერკელის მემკვიდრეს. წინასწარი გამოკითხვებით, წამყვან პარტიებს თითქმის ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ. კანცლერად 16 წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, მერკელს კიდევ ერთი ვადა არ სურს.

სასეს თქმით, phishing-ის სახელით ცნობილი ელექტრონული ფოსტის ოპერაციის საშუალებით იყო მცდელობა მოეპოვებინათ ფედერალური და რეგიონული პარლამენტარების კომპიუტერებში შესაღწევი მონაცემები, ონლაინ იდენტობის მოპარვის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG