Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონის უზენაესობის საკითხის გამო, ევროკავშირი აჭიანურებს პანდემიასთან დაკავშირებულ ფინანსურ დახმარებას უნგრეთისთვის და პოლონეთისთვის


უნგრეთში და პოლონეთში კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ არსებული შეშფოთების გამო ევროკავშირში გაჭიანურდა ამ ქვეყნებისთვის პანდემიასთან დაკავშირებული მასტიმულირებელი გეგმის დამტკიცება, რაც დახმარების სახით ათობით მილიარდ ევროს გახდიდა ხელმისაწვდომს - ამბობს ევროკავშირის მაღალჩინოსანი.

დისკუსია პოლონეთის შემთხვევაში ეხება ევროკავშირის კანონის უზენაესობის საკითხს, უნგრეთის შემთხვევაში - ევროკავშირის ძირითად სტანდარტებს. ვითარებას ბლოკი სხვა წევრი ქვეყნები აანალიზებენ, სანამ ფინანსური გეგმა დამტკიცდება.

პოლონეთისთვის განკუთვნილი გეგმა ითვალისწინებს 29 მილიარდამდე ევროს გრანტების სახით და 14 მილიარდ ევროს შეღავათიანი სესხის სახით, უნგრეთისთვის - 8 მილიარდამდე ევროს გრანტის სახით. ფინანსური გეგმების ამოქმედების შეფერხებას სიბრაზით შეხვდა როგორც ვარშავა, ისე ბუდაპეშტი - ისინი ამ ნაბიჯს იდეოლოგიურად მოტივირებულად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.

ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვალდის დომბროვსკისის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები ყურადღებით დააკვირდებიან პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ხოლო უნგრეთის შემთხვევაში მათ დაადგინეს გამოწვევები კანონის უზენაესობის კუთხით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG