Accessibility links

site logo site logo

კუბა ორი წლის ბავშვების აცრას იწყებს. ევროპის მარეგულირებელი უწყება დამატებით ვაქცინაციის აუცილებლობას განიხილავს


კუბამ გამოაცხადა, რომ მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც ორ წლამდე ასაკის ბავშვებს აცრის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.

ამ დროს სამედიცინო საშუალებათა ევროპის სააგენტო შეაფასებს Pfizer /BioNTech-ის დამატებითი დოზის ეფექტიანობას სრულად აცრილ ბავშვებს შორის 16 წელს ზემოთ.

6 სექტემბერს კუბამ დაიწყო 2-დან 11 წლის ასაკამდე ბავშვების აცრა პრეპარატით, რომელიც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არ არის აღიარებული.

ეს ნაბიჯი გადაიდგა მას მერე, რაც კუბამ დაასრულა თავისი ორი ვაქცინის გამოცდა არასრულწლოვნებზე.

გასულ კვირაში კუბაში დაიწყეს 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების აცრა, სანამ გადავიდოდნენ მცირე ასაკობრივი ჯგუფის აცრაზე.

კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა აცრის ბავშვებს 12 წლის ზემოთ, ზოგიერთი სახელმწიფო კი გამოცდის მცირე ასაკის ბავშვებში აცრის შესაძლებლობას.

სამედიცინო საშუალებათა ევროპის სააგენტო დაჩქარებულ გამოცდას ატარებს, რათა დამატებითი აცრის სარგებლიანობა განსაზღვროს 16 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

კლინიკურ გამოცდაში მონაწილეობას იღებდა ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე 300 მოზრდილი ადამიანი, რომლებმაც დამატებითი დოზა მიიღეს ექვს თვეში მას მერე, რაც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით იყვნენ ორჯერ აცრილი.

გასულ კვირაში ევროპის სააგენტომ გამოაცხადა, რომ მთლიანობაში ვერ ხედავს სერიოზულ მიზეზს მოსახლეობის დამატებითი აცრისთვის, მაგრამ ვაქცინების მწარმოებლებმა შეიტანეს განაცხადები და სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ მონაცემებს დაჩქარებული წესით განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG