Accessibility links

site logo site logo

ქაბულში თალიბებმა ჰაერში ისროლეს პაკისტანის ჩარევის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების დასაშლელად


ანტიპაკისტანური დემონსტრაციის მონაწილე ქალი პაკისტანის საელჩოსთან ხელში პლაკატით. 2021 წლის 7 სექტემბერი.

თალიბანის მებრძოლებმა ჰაერში ისროლეს, რათა დაეშალათ რამდენიმე ათეული დემონსტრანტი, რომლებმაც საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს ქაბულის ცენტრში.

აქციის მონაწილეების პროტესტი მიმართული იყო, როგორც ისინი თვლიან, ავღანეთის საქმეებში პაკისტანის ჩარევის წინააღმდეგ.

სააგენტო TOLO-მ გაავრცელა 7 სექტემბრის აქციის ვიდეოკადრები, სადაც ისმის სროლის ხმა და ჩანს, როგორ გარბის ხალხი.

დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

დემონსტრანტები, უმეტესად ქალები, შეიკრიბნენ ქაბულში პაკისტანის საელჩოსთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG