Accessibility links

site logo site logo

პანდემიის პირობებში კლინიკების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის „ჯანდაცვის ასოციაცია“ დაფუძნდა


სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით „ჯანდაცვის ასოციაცია“ შეიქმნა. მასში 13 სამედიცინო დაწესებულება/ჰოლდინგი გაწევრიანდა, რომელიც 80-მდე ჰოსპიტლისა და 35 ამბულატორიული სერვისის მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს და 8000-მდე საწოლს და 22 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

ჯანდაცვის ასოციაცია გეგმავს, იმუშაოს ჯანდაცვის დაფინანსების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების, სატარიფო პოლიტიკის, საწოლფონდის თანაფარდობის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობის, გადანაწილების, მომსახურების ხარისხის საკითხებზე. ასევე სამედიცინო შეცდომის იდენტიფიცირებასა და რეაგირების მექანიზმების, პაციენტის უფლებების დაცვასა და სამედიცინო დაწესებულებების ეფექტურ ფუნქციონირებაზე პანდემიის პირობებში.

ასოციაციაში უკვე გაწევრდიანდნენ: შპს "ჯეო ჰოსპიტალსი", სს "ევექსის კლინიკები", „პინეო“, ვივო მედიქალ გრუფი, სს „ჯერარსი“, ს.ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა, თბილისის გულის ცენტრი, კლინიკა კონსილიუმ მედულა, შპს „ავერსის კლინიკა“, შპს „ნიუ ჰოსპიტალსი, შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა“, თსსუ გივი ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG