Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუწიეს ორივე საელჩოს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

7 სექტემბერს ნაწილობრივ ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებების შესახებ ილაპარაკა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ორივე განცხადება სამწუხაროა.

„როდესაც აშკარა სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება ყველას მხრიდან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს, რასაც მე ვსაუბრობ, სამართლებრივი კუთხით, ორჯერ ორი ოთხი, იურისპრუდენცია​ში, რომ ეს ნორმა აფუჭებდა, პირიქით, რეგულაციას, რაც გვაქვს დღეს განსაზღვრული, იმას აუარესებდა. სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუწიეს ორივე საელჩოს“, - თქვა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ელჩებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. მისი შეფასებით, ორივე განცხადება არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგია.

„ელჩები თავად ვერ გააანალიზებენ სამართლებრივ ნორმებს, მათ სჭირდებათ სწორი კონსულტანტები, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ესეთი სწორი კონსულტაცია არ გაეწიათ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილა. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკითხს.

პარლამენტმა 126 ხმით პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად:

  • მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი;
  • მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG