Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ერთი დოზით ვაქცინირების მაჩვენებელი 30%-ია, სრულად აცრის - 17.8%


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 7 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 27 011 ადამიანი.

15 მარტიდან გაკეთებულია 1 366 678 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 30%. სრულად ვაქცინირებულია 509 722 - მოზრდილი მოსახლეობის 17.8%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

XS
SM
MD
LG