Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წელთან შედარებით, იანვარ-ივნისში უცხოური ინვესტიციები 11%-ით შემცირდა - საქსტატი


წელს, გასული წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი 10,99 პროცენტით არის შემცირებული. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა.

2019 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 558,4 მლნ დოლარის მოცულობის უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, გასულ წელს კი 411,3 მლნ. წელს ეს მაჩვენებელი 366,4 მლნ-ია. წელს, 2019 წელთან შედარებით, კლება 34,38 პროცენტია.

იმის მიუხედავად, რომ 2020 წლის პირველ ექვს თვეში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით მაღალი იყო ინვესტიციების მოცულობა, წლის ბოლომდე ეს ტენდენცია შეცვლილია. ეს რიცხვი ბოლო 15 წელში უპრეცედენტოდ დაბალია.

2020 წელს მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო. ამ მიზეზით ეკონომიკის არაერთი დარგი პრაქტიკულად გაჩერებული იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG