Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში, რიჩმონდში, კონფედერაციის არმიის გენერლის, რობერტ ლის ძეგლი მოხსნეს


აშშ-ის ვირჯინიის შტატში, რიჩმონდში, მოხსნეს კონფედერაციის არმიის გენერლის, რობერტ ლის ძეგლი, რის შესახებაც გადაწყვეტილება შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა, რალფ ნორტემმა, მიიღო ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რომელიც მოჰყვა აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მოკვლას პოლიციელის მიერ.

გუბერნატორის გადაწყვეტილების გამო საჩივარი შეიტანეს შტატის მოქალაქეებმა. მათ ერთ-ერთ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შტატმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იკისრა ძეგლის დაცვა. საჩივარი მივიდა უზენაეს სასამართლომდე, რომელმაც ის უარყო.

ზაფხულში, ივლისში, ლის ძეგლი მოხსნეს ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში.

რობერტ ლი (1807–1870) სამხრეთის შტატების მონათმფლობელური კონფედერაციის ერთ-ერთი წამყვანი სარდალი იყო სამოქალაქო ომის დროს (1861–1865).

ლი მონათმფლობელი იყო, მაგრამ თავისი თანამებრძოლებისგან განსხვავებით ამ სისტემის გაუქმების წინააღმდეგი არ იყო, რასაც აშშ-ის კონსტიტუციის მე-13 შესწორება ითვალისწინებდა. ამავე დროს, ის შავკანიანი ამერიკელების თანასწორუფლებიანობის წინააღმდეგ გამოდიოდა. კონფედერაციის მომხრეებისთვის ლი პოლიტიკური და კულტურული სიმბოლოა.

XS
SM
MD
LG