Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა. ინფორმაცია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა.

ჯერ თავდამსხმელი დაკავებული არ არის. ადგილზე მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები, სპეცოპერაცია გრძელდება.

"ფორმულას" გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმოდა, რომ ის ნახევარ მილიონს ითხოვდა.

ბოლო ერთ წელში საფინანსო დაწესებულებაში შეჭრის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამ დრომდე არ არის დაკავებული თითქმის ერთი წლის წინ ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი, რომელმაც ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის ზუგდიდში ბანკში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის იმ დროინდელ დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად. საქმეზე ბრალდებულია ბადრი ესებუა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG