Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს „საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი


ყვარელი.
ყვარელი.

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა დაადასტურა „საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელის დაკავება. მისი თქმით, სპეცოპერაცია დასრულებულია.

დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ფილიალი თავდამსხმელის მიერ აყვანილმა ყველა მძევალმა დატოვა. ადგილზე მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები.

ტელეკომპანია „ფორმულის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმოდა, რომ თავდამსხმელი ნახევარ მილიონს ითხოვდა.

ბოლო ერთ წელში საფინანსო დაწესებულებაში შეჭრის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამ დრომდე არ არის დაკავებული თითქმის ერთი წლის წინ ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი, რომელმაც ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის ზუგდიდში ბანკში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის იმ დროინდელ დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად. საქმეზე ბრალდებულია ბადრი ესებუა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG