Accessibility links

site logo site logo

გერმანიის პროკურატურამ რუსეთიდან მომდინარე ჰაკერული თავდასხმების გამოძიება დაიწყო


გერმანული მედიის თანახმად, ქვეყნის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება გერმანელი პოლიტიოების წინააღმდეგ მიმართული ახალი კიბერთვადასხმების სერიის გამო, რომელშიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი დაადანაშაულა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა 9 სექტემბერს მედიას აცნობა, რომ გამოძიება დაწყებულია „ჯაშუშობის ბრალდებით.“

გამოძიების ფონია გერმანიაში მიმდინარე წინასარჩევნო კამპანია, რომელიც დასასრულს უხლოვდება. 26 სქტემბერს გერმანიაში იმართება ბუნდესტაგის არჩევნები, რომელშიც წინასწარი გამოკითხვის თანახმად არც ერთ მსხვილ პარტიას არ აქვს უპირატესობა.

უსაფრთხოების ორგანოებმა მიმდინარე წლის განმავლობაში სულ მცირე სამჯერ გააფრთხილეს ქვეყნის პარლამენტი უცხოეთის სპეცსამსახურების მხრიდან კანონმდებლებზე თავდასხმის საფრთხის შესახებ.

6 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცხადა, რომ მთავრობა ფლობს „სარწმუნო ინფორმაციას“, რომ თავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) სამსახური იდგეს.

სამინისტროს პრესმდივნის, ანდრე გასსეს განცხადებით, ჰაკერული ორგანიზაცია სახელად Ghostwriter-ი ჩვეულებრივ კიბერთავდასხმას დეზინფორმაციისა და გავლენის სპეცოპერაციებს ერთმანეთს უთავსებს.

გასსეს თანახმად გერმანისი ხელისუფლებამ უფიციალური საჩივრით მიმართა რუსეთს. მანამდეც ბერლინმა არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი კიბერთავდასხმების ორგანიზებაში, რასაც მოსკოვი უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG