Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ედისონ რისერჩი“: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სურს მოსახლეობის 51%-ს


რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოსახლეობის დამოკიდებულებას ეხება „ედისონ რისერჩის" საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რომლის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მომხრეა ვადამდელი არჩევნების.

შეკითხვაზე, „შესაძლებელია, რომ 2022 წელს დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუ „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს ხმების მინიმუმ 43%-ს მომავალ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ქვემოთ მოცემული დებულებებიდან, რომელია ყველაზე ახლოს თქვენს მოსაზრებასთან?" რესპონდენტებმა შემდეგი პასუხი გასცეს:

  • 38% - არ მინდა რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მინდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აიღოს ხმების მინიმუმ 43%.
  • 51% - მინდა, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არ მინდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს ხმების მინიმუმ 43%.
  • 11% - არ ვიცი/უარი პასუხზე.

28 ივლისს პარტიამ „ქართული ოცნება" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

დოკუმენტის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშულიყო 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება" მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა"​ ჩაატარა.

გამოკვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG