Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 2262 ადამიანს


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი. ლეტალობის მაჩვენებელი 1.40%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 34 225 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2262 შემთხვევა.

10 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 6.61%;
  • ბოლო 7 დღის - 7.42%;
  • ბოლო 14 დღის - 8.27%.

ბოლო დღე-ღამეში 2795-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 32 536 აქტიური შემთხვევაა. მათგან სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 6327 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 575 210 შემთხვევა. მათგან 534 559 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 8089 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG