Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს


აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი

აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს 10 სექტემბერს, სადაც რუსეთის სააგენტოს თანახმად, მან 20 წუთი დაჰყო.

ელჩმა პრესას კომენტარი არ მისცა სამინისტროში ყოფნის გამო.

ცნობით, სალივანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს და გადასცა შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში ჩარევის კატეგორიული დაუშვებლობის შესახებ. სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება, რომ რუსეთის მხარის თანახმად, მოსკოვის აქვს უდავო „მტკიცებულება აშშ-ის ციფრული გოლიათების მიერ რუსეთის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ“ სახელმწიფო დუმის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების კონტექსტში.“

სამინისტროს განცხადებაში არაფერია კონკრეტული ნათქვამი, მაგრამ გასულ თვეებში რუსეთის ხელისუფლება, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ადანაშაულებდნენ Facebook-ს, Twitter-სა და WhatsApp-ს ქვეყნის კანონის დაუცველობაში ისეთ საკითხებში, როგორიცაა კერძო ინფორმაციის შენახვა და იმგვარი შინაარსის ცნობებით წაშლის აუცილებლობაში, რომელიც უკანონოდ ითვლება. გასულ თვეებში მოსკოვმა ამგვარი ბრალდებებით დააჯარიმა Google-ი, Facebook-ი, Twitter-ი, WhatsApp-ი, Telegram-ი და TikTok-ი მილიონობით რუბლით.

კრემლის ოპონენტები თვლიან, რომ ამ ქმედებებს არფერი აქვს საერთო „ინტერნეტისს ინტეგრაციასთან" და რომ ეს ემსახურება სხვაგვარად მოაზროვნეების ხმის ჩახშობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG