Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მკვდარი იპოვეს მოსამართლე, რომელიც ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეს განიხილავდა


12 სექტემბერს უკრაინის პოლიციამ კიევის მახლობლად სოფელ პოგრებიში მკვდარი იპოვა მოსამართლე ვიტალი პისანეცი, რომელიც ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს უძღვებოდა და არაერთხელ გაუგრძელა პატიმრობა ამ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს.

პისანეცის სიკვდილის გამომწვევ გარემოებებზე ცნობა არ ვრცელდება, მაგრამ გაირკვა, რომ გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა განზრახ მკვლელობის მუხლით.

ბელარუსი ჟურნალისტი, პაველ შერემეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს. მის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობისათვის პოლიციამ დააპატიმრა დონბასში საბრძოლო მოქმედებების მოხალისე, ქირურგი იულია კუზმენკო, ასევე ვეტერანი და მუსიკოსი ანდრეი ანტონენკო და სამხედრო მედდა, იანა დუგარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG