Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ადამიანი დაიღუპა რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 


მფინავი და სამი მგზავრი დაიღუპა ირკუტსკის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავ L-410-ის ავარიული დაშვების შედეგად. სამგზავრო თვითმფრინავმა ავარიული დაშცების შედეგად განიცადა კატასტროფა ტაიგაში, საიდანაც ერთ-ერთმა ცოცხლად გადარჩენილმა მგზავრმა მოახერხა თავის ნათესავებთან დარეკვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტის მიზეზად სახელდება ეკიპაჟის შეცდომა ნისლიან ამინდში დაფრენის მცდელობის დროს და ასევე ძრავის მწყობრიდან გამოსვლა.

თვითმფრინავი L-410 ტურბოლეტი ჩეხოსლოვაკიის ქარხანა Let Kunovice-ს მიერ წარმოებული ორმოტორიანი სამგზავრო თვითმფრინავი დღემდე გამოიყენება რუსეთში შიდა საჰაერო მიმოსვლისთვის.

ამ კლასის თვითმფრინავმა წელს კიდევ ერთი კატასტროფა განიცადა კემეროვის ოლქში. ხომალდში მყოფი 19 ადამიანიდან ორი მფრინავი და ორი ინსტრუქტორ-პარაშუტისტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG