Accessibility links

site logo site logo

დედამიწელები და უცხო ცივილიზაცია


ავტორი: ბექა აბულაძე

სამყაროში ასობით მილიარდი გალაქტიკაა, რომელთაგან თითოეული შეიძლება შედგებოდეს მილიარდობით ვარსკვლავისგან. ეს პლანეტარული სისტემები წარმოიქმნება ელემენტების მდიდარი ნაზავისგან, მათ შორის ყველა ელემენტი "სიცოცხლისთვის" არსებითად არის მიჩნეული. ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ პირობების განსაკუთრებული ნაზავი, რამაც "სიცოცხლე" გამოიწვია, მხოლოდ დედამიწაზე მოხდა და არა სამყაროს ტრილიონობით პლანეტაზე (სტივენ ტინგეი). კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენს გალაქტიკაში 100 მილიარდზე მეტი პლანეტაა, აქედან დაახლოებით 6 მილიარდი პოტენციურად დედამიწის მსგავსია. ამრიგად, ალბათობა იმისა, რომ სიცოცხლე სხვაგანაც არსებობს, თითქმის დადასტურებულია (რებეკა ალენი).[1] ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკაში სულ მცირე 36 უცხო ინტელექტუალური ცივილიზაციის კომუნიკაციაა.[2]

დედამიწაზე ადამიანთა სახეობაა - ჰომო საპიენსი ანუ გონიერი ადამიანი, რომელიც არის უნიკალური, განვითარებადი, სრულყოფისკენ მისწრაფებით, სიახლეებისა და ცოდნის ამთვისებელი. თუმცა სხვა ცივილიზაციების არსებობის გამო ვფიქრობ, ჰომო საპიენსი ბევრად ჩამორჩება მათ - ადამიანების მსგავს ცოცხალ ორგანიზმებს (რადგან კოსმოსში 60 წლის განმავლობაში მხოლოდ მთვარეს და მარსს მივაღწიეთ). ამასთან, უცხო ცივილიზაციის პლანეტების არსებობის გამო, არც დედამიწა არ არის განსაკუთრებული პლანეტა. თუმცა, ჩვენთვის მართლაც დედა მიწაა.

დღეს დაზუსტებით არ შეგვიძლია თქმა, რომ სამყაროში, როგორი განვითარების ცივილიზაციები არსებობს. პრაქტიკულად დედამიწელებს უცხო ცივილიზაციასთან კომუნიკაცია არ გვაქვს, არც მათი შესწავლა არ შეგვიძლია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ცალკეულ ადამიანებს თუ დიდ სახელმწიფოებს რაღაც ფორმით უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია (ვითვალისწინებ კვლევებს, ჭორებსა და მითებს).

უცხოპლანეტელები ჩვენზე განვითარებული ცივილიზაციაა. მათ მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები გააჩნიათ. შესაბამისად, ვფიქრობ, მათ უნდა ჰქონდეთ ინტერესი და შესაძლებლობა, რომ გააჩნდეთ დედამიწელებთან კომუნიკაცია და დედამიწაზე ვიზიტებსაც ფარულად ახდენდნენ. როგორც კაცობრიობას გვსურს განვითარება, ახალი სივრცეების ათვისება, ახალი ცივილიზაციის გაცნობა, ვფიქრობ იგივე უცხოპლანეტელებსაც სურთ. ჩვენ შეიძლება ისინი მიღწევებით ვერ გავაოცოთ, მაგრამ გავაოცებთ ჩვენი ადამიანური თვისებებით. შეიძლება მათ უფრო მეტი იციან ჩვენი პლანეტის შესახებ, ვიდრე პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების შესახებ. ამიტომ, უცხოპლანეტელებთან კავშირის დამყარების შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ დავარწმუნოთ ისინი დედამიწელებთან ურთიერთობის აუცილებლობაზე, გალაქტიკაში დედამიწელების როლსა და მნიშვნელობაზე, რადგან დედამიწელებსაც ხომ დიდი მისია აკისრიათ გალაქტიკის წესრიგის შენარჩუნებაში. ეს კი აუცილებლად დაგვეხმარება მათი მიღწევებისა და ტექნოლოგიების გაცნობაში, კლიმატური პრობლემების დაძლევაში, პლანეტაზე ცხოვრების გაუმჯობესებაში. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს რისკებიც, შეიძლება ადამიანებზეც ცუდადაც აისახოს, მაგრამ რისკები ნულამდე უნდა დავიყვანოთ.

დღეს რთულია კითხვებზე პასუხის გაცემა, ჰომო საპიენსის განვითარების შესაძლებლო­ბების ფარგლებში, რამდენად გვაქვს უცხო ცივილიზაციასთან კომუნიკაციის და ურთიერთობის მზადყოფნა? როგორ გავაგრძელებთ ერთმანეთთან ურთიერთობას? რას გამოიწვევს პლანეტთაშორისი მეზობლობა? რას შეცვლის ადამიანისთვის და უცხოპლანეტელებისთვის ასეთი ურთიერთობა?

ფაქტები ადასტურებს, რომ სავარაუდოდ, წარსულში კომუნიკაცია გვქონდა უცხოპლანეტელებთან. კერძოდ: ა) გიზის პირამიდები. დროში, როდესაც ის ააგეს, ადამიანს არ შეეძლო მისი აგება. ბ) მაჰაბჰარატა და რამაიანა - უძველესი ინდური ეპოსია, რომელიც წარმოადგენს დიდ ბრძოლას ცაში. მასში ჩართულია საიდუმლო თვითმფრინავი (Viman), აღჭურვილი ბირთვული იარაღით-ატომური ბომბის მსგავსით, რაც შორეული წარსულისთვის უცნაურია. გ) სტოუნჰენჯის ლოდები. 5000 წლის წინ ადამიანებმა არც კი იცოდნენ სრულყოფილი განლაგების არსის შესახებ, მზისა და მთვარის სისტემის ბალანსირებულად. დ) პუმა პუნკუ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნის ბოლივიის მაღალ მთებში მდებარე უდიდესი ბლოკების კომპლექსი, სავარაუდოდ უცხოპლანეტელებმა შექმნა ან ამისთვის საჭირო ცოდნა და ინსტრუმენტები მისცეს ადამიანებს.[3]

დაბოლოს, სავარაუდოდ, უცხო ცივილიზაციები კაცობრიობას ეხმარებოდნენ სხვადასხვა მეთოდით თუ ცოდნის ინსტრუმენტებით, ადამიანებს ხელს უწყობდნენ, რომ დედამიწაზე ისეთი ობიექტები და საგნები შექმნილიყო, რაც მომავალში პლანეტთაშორისი ურთიერთობის შესაძლებლობის იქნებოდა. შეიძლება ეს დღესაც ხდება, ხოლო ჩვენ ამ ყველაფერს ათეულობით ან ასეულობით წლების შემდეგ მივხვდეთ.

[3] https://intermedia.ge/სტატია/54696-უცხოპლანეტელთა-არსებობის-ისტორიული-მტკიცებულება/167/

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG