Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკის მოთხოვნის საფუძველზე, პოლონეთში დააკავეს ბელარუსი აქტივისტი


მაკარ მალაჩუსკი
მაკარ მალაჩუსკი

ბელარუსიის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე პოლონეთში დააკავეს ბელარუსი აქტივისტი, მაკარ მალაჩუსკი - იუწყება ვარშავაში განთავსებული ორგანიზაციის, ბელარუსული სახლის ხელმძღვანელი, ალეს ზარემბიუკი. მისი თქმით, მალახოვსკი პოლონეთში 2020 წელის ნოემბრიდან, ჰუმანიტარული ვიზით იმყოფება.

ბელარუსის სოლიდარობის ცენტრის ცნობებით, პოლიციელები მალაჩუსკის სახლში ხმამაღალი მუსიკის გამო მივიდნენ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ის ინტერპოლის ძებნილთა სიაში იყო და აქტივისტი 48 საათით დააკავეს.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ბელარუში მალაჩუსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მილიციის თანამშრომლის მიმართ ძალადობის მუხლით.

უფლებადამცველების ცნობით, მინსკი ცდილობს ექსტრადიციის, ან სხვა მიგრაციული მექანიზმებით ბელარუსში დააბრუნოს ათამდე პირი, უმეტესად ალექსანდრ ლუკაშენკას მმართველობის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები.

ბელარუსის მოქალაქეებს ყველაზე ხშირად შინ რუსეთი აბრუნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG