Accessibility links

site logo site logo

თავდაცვის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიზანი ჯარის დისკრედიატაციაა


თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეიბუკ მიმართვას ეხმაურება და ამბობს, რომ „მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას“, - ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით სიცრუე და აბსურდია თითქოს სამხედროებისთვის ბინების გადაცემა ნეპოტიზმის პრინციპით მოხდა.

თავდაცვის მინისტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ სააკაშვილს მისი ხელისუფლების დროს სამხედროების წინაშე ჯერ კიდევ 2007 წელს აღებული ვალდებულება შეახსენა, რომლის აღსრულება და სამხედროების ბინებით დაკმაყოფილება სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპონენტებს ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების, აღჭურვილობის, სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეახსენა, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისია.

"რაც შეეხება საერთაშორისო სწავლებებს ის მონაწილეთა რაოდენობით უპრეცედენტო და მასშტაბურია. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს და მომზადების მაღალ დონეს კი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც ადასტურებს",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება, გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომლის ადრესატები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი მოსამსახურეები და ვეტერანები არიან.

სააკაშილი ამბობს, რომ ბინები, შეღავათები, მივლინებები - მთელი ეს წლები ნაწილდება ნეპოტიზმით.

"ივანიშვილს სჭირდება ფარჩაკი, განადგურებული, სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიმართვის დასკვნით ნაწილში შეახსენებს ქართველ სამხედროებს, რომ ისინი ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მოახლოებულ არჩევნებში".

მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს საარჩევნოდ დაბრუნდეს სამშობლოში, სადაც მას პატიმრობა აქვს მისჯილი.

2018 წლის ივნისში მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს შეიარაღებული თავდასხმისა და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედებოდა ბრალად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG