Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი და აშშ გეგმავენ ატმოსფეროში მეთანის გაფრქვევის 30%-ით შემცირებას


აშშ და ევროკავშირი მიზნად ისახავენ, 2030 წლისთვის, 2020 წელთან შედარებით, სულ მცირე 30%-ით შეამცირონ ატმოსფეროში მეთანის გაფრქვევა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება პროექტზე „მეთანის გლობალური ვალდებულება“ დაყრდნობით.

დოკუმენტის თანახმად, ზომების დღესვე მიღებას შეუძლია სწრაფად შეამციროს გლობალური დათბობის ტემპი. მიჩნეულია, რომ ატმოსფეროში მეთანის გაფრქვევა ნახშირბადის დიოქსიდის, CO2-ის შემდეგ, კლიმატის ცვლილებების მეორე, ყველაზე სერიოზული მიზეზია.

აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი გეგმა ითვალისწინებს ზემოქმედებას იმ ძირითად სფეროებზე, რომლებიც ხელს უწყობს ატმოსფეროში მეთანის გაფრქვევას. ეს სფეროებია ნავთობის და ქვანახშირის მოპოვება, სოფლის მეურნეობა და ნარჩენების მართვა.

ევროკავშირი და აშშ გლობალურ ინიციატივასთან შეერთებას შესთავაზებენ 20-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის, რუსეთს, ჩინეთს, ბრაზილიას, საუდის არაბეთს, ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთს. მეთანის ემისიის შემცირების პროექტი მუშავდება კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს კონფერენციისთვის, რომელიც ნოემბერში, გლაზგოში ჩატარდება.

2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა გაეროს ექსპერტების მოხსენება, რომლის თანახმად, კლიმატის ცვლილება მსოფლიოს ყველა რეგიონში სულ უფრო შესამჩნევი გახდება და ახალ დრამატულ შედეგებს გამოიწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG