Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალები ოსურ ბატალიონებთან ერთად სამხედრო სწავლებებს ატარებენ


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნები გრძელდება. დე ფატო რესპუბლიკაში წვრთნები სამხრეთ რუსეთის სამხედრო ოლქის ფართომასშტაბიანი ორმხრივი ბატალიონის ტაქტიკური მანევრების ნაწილია. რუსეთის 58-ე არმიის მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები გაემგზავრნენ ძარწემის შეიარაღებული ძალების პოლიგონისკენ ორმხრივი ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში - განაცხადა სამშაბათს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა ვადიმ ასტაფიევმა.

ოსური მედიის ცნობით, აღნიშნული წვრთნების ერთი ეპიზოდი სადესანტო ჯგუფის განადგურებას უკავშირდებოდა. სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე შერეული არმიის ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მოიგერია მტრის ტაქტიკური საჰაერო სადესანტო თავდასხმა ძარწემის პოლიგონზე.

„არტილერიით, საინჟინრო და სადაზვერვო ქვედანაყოფებით გაძლიერებულ ბატალიონს თავს დაესხა მტრის ტაქტიკური საჰაერო სადესანტო ძალა, რომლის როლშიც სამხედრო ბაზის მზვერავები მონაწილეობდნენ. დივერსანტების მიზანი იყო სამხედრო აღჭურვილობის ხელში ჩაგდება და ქვედანაყოფის მეთაურის დატყვევება. ქვედანაყოფის ოპერატიული და თავდაცვითი ეფექტური მოქმედებების შედეგად მტრის საცეცხლე წერტილებზე კონცენტრირებული შეტევის მიტანამ, დივერსანტები მოიგერია", - ნათქვამია შეტყობინებაში.

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის დაახლოებით 1.2 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა წვრთნებში. 200-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული. ერთდროულად ოთხი ორმხრივი ბატალიონის ტაქტიკური სწავლება ტარდება ვოლგოგრადის რეგიონში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG