Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სპეციალურმა ტრიბუნალმა ალბანელი სეპარატისტების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის საქმის განხილვა დაიწყო


კოსოვოს სპეციალისტთა პალატის საპატიმრო დაწესებულება ჰააგაში
კოსოვოს სპეციალისტთა პალატის საპატიმრო დაწესებულება ჰააგაში

15 სექტემბერს ნიდერლანდში დაიწყო სპეციალური ტრიბუნალის სხდომა, რომელიც 1998-1999 წლების კოსოვოს ომის დროს ეთნიკური ალბანელი სეპარატისტების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის პირველ საქმეს განიხილავს.
პალატა მოქმედებს კოსოვის კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ მუშაობს ნიდერლანდში, რათა მოწმეები ზეწოლისგან დაიცვან.

პირველი ალბანელი, რომელსაც საერთაშორისო ტრიბუნალი ელოდება კოსოვოს ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო, კოსოვოს უსაფრთხოების ძალების დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, სალიჰ მუსტაფაა, რომელიც კოსოვოს სპეციალურმა პროკურატურამ შარშან სექტემბერში დააპატიმრა.

მას ბრალად ედება 1199 წელს სოფელ ზლასში, პრიშტინის მახლობლად, დატყვევებული ადამიანების სასამართლოს გარეშე დაპატიმრება, მათ მიმართ ჩადენილი სისასტიკე და მკვლელობა.

შესავალ სიტყვაში პროკურორმა განაცხადა, რომ სალეჰ მუსტაფამ და მისმა მებრძოლებმა კოსოვოელი ალბანელები „აწამეს და დაატერორეს“ სერბებთან კოლაბორაციონიზმის გამო.


„ისინი არ ყოფილან კოსოვოს მტრები, არ ყოფილან ჯაშუშები. მათი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიისგან განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე იდგნენ“, - განაცხადა პროკურომა ჯეკ სმიტმა სასამართლოზე.

XS
SM
MD
LG