Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაახლოებით ერთი საათის წინ დაკავებული ზურაბ დოთიაშვილი თავისუფალია


სოფელი კირბალი
სოფელი კირბალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიის წარმომადგენლებს აცნობა, რომ ზურაბ დოთიაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაახლოებით ერთი საათის წინ დააკავეს, თავისუფალია.

დოთიაშვილი სოფელ კირბალის მიმდებარე ტყესთან საქონელს აძოვებდა, რა დროსაც დააკავეს.

ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო ძალებმა დოთიაშვილი ახლომდებარე ღრომის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს და გამოჰკითხეს. შემდეგ კი მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.

სოფელი კირბალი
სოფელი კირბალი

კირბალის მცხოვრების დაკავებისთანავე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი". ამჟამად დოთიაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი საბედაშვილის განცხადებით, უკანონო დაკავებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

XS
SM
MD
LG