Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში დაბანაკებული 117 ევაკუირებული ავღანელი დიდ ბრიტანეთში გაამგზავრეს


ავღანელთა ერთმა ჯგუფმა, 117 ადამიანმა, რომლებიც ავღანეთიდან ცოტა ხნის წინ ჩაიყვანეს კოსოვოში, ბალკანეთი დატოვა და ბრიტანეთს მიაშურა.


ევაკუირებულთა შორის არიან ნატოს სამხედრო ქვედანაყოფებთან დაკავშირებული ავღანელი სამოქალაქო პირები და მათი ოჯახების წევრები, რომლებიც პრიშტინის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 სექტემბერს გაემგზავრნენი დიდ ბრიტანეთში.

„ნატოსა და კოსოვოს მთავრობასთან ერთად ჩატარებული არაერთი რთული სამუშაოს შემდეგ, ჩვენ ვემშვიდობებით კოსვოში მყოფ ავღანელთა პირველ ჯგუფს, რომელიც ახალი ცხოვრების დასაწყებად დიდ ბროტანეთში გაემგზავრა“, - ასე გამოეხმაურა ამ მოვლენას კოსოვოში ბრიტანეთის საელჩო.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთიდან ათეულ ათასობით იმ ავღანელის ევაკუაცია განახორციელეს, რომელთა სიცოცხლეც რისკის ქვეშ აღმოჩნდა თალიბების მიერ დასავლეთის მხარდაჭერილი ხელისუფლების დამხობის შემდეგ.

ამჟამად კოსოვოს ტერიტორიაზე დროებით იმყოფება დაახლოებით 2000-მდე ნატოს ყოფილი კონტრაქტორი და მათი ოჯახების წევრები. კოსოვო აცხადებს, რომ მან ივალდებულა საცხოვრებლად 150 ავღანელის მიღება თავის ტერიტორიაზე. ამდენივე ავღანელის მიღება ივალდებულა დიდმა ბრიტანეთმაც.

XS
SM
MD
LG