Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთში ძლიერი წვიმით გამოწვეულ ზარალს ითვლიან


ქობულეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა წუხელ მოწულმა ძლიერმა წვიმამ. კალაპოტიდან გადასულმა მდინარე აჭყვამ ქალაქ ქობულეთში დატბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და მაღაზიები. სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

ძლიერი წვიმით ადიდებულმა მდინარემ სოფელ ხუცუბანში ხიდი წაიღო. მუნიციპალიტეტის 9 სოფელში გააქტიურდა მეწყრული კერები. საფრთხე შეექმნა რამდენიმე ოჯახს.

XS
SM
MD
LG